Главная > პოლიტიკა > “ქართული ოცნება” პროტესტის ნიშნად PACE-ში მუშაობას წყვეტს
“ქართული ოცნება” პროტესტის ნიშნად PACE-ში მუშაობას წყვეტს30-01-2025, 13:57. Разместил: mariko |
“ქართულმა ოცნების” დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) “მუშაობას წყვეტენ”. ამის შესახებ “ოცნების” დელეგაციის სახელით თეა წულუკიანმა განაცხადა. მანამდე PACE-მ “ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილება ცნო, თუმცა, დროში გაწერილი პირობებითა და გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, იმისათვის, რომ “ოცნების” დეპუტატებს PACE-ში მუშაობის გაგრძელება შესძლებოდათ, 2025 წლის აპრილამდე უნდა გაეთავისუფლებინათ პოლიტპატიმრები და გამოაცხადებინათ ახალი არჩევნები. წულუკიანის განცხადებით, ეს პირობები მათთვის მიუღებელია. “დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში. მიგვაჩნია, რომ იქამდე, სანამ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ გრძელდება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი შანტაჟი, არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება მტკიცებულებებსა და ფაქტებს, განხილვები მიკერძოებულია და გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, ასამბლეაში ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობას არანაირი აზრი და გამართლება არ აქვს. საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო ,რჩება ევროპის საბჭოს წევრად. ჯერჯერობით ბუნდოვანია “ოცნების” წევრები PACE-ს მანდატებზეც ამბობენ უარს თუ მხოლოდ ბოიკოტს გამოუცხადებენ სხდომებს. Вернуться назад |