ეკა გიგაური - ძალიან ღირსეული სამოქალაქო სექტორი გვყავს, რადგან 1 პროცენტიც არ არის, ვინც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირდება - ხელისუფლებისგან ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ

ნანახია: 204
სრული ინფორმაცია

ვფიქრობ, ძალიან ღირსეული ქართული სამოქალაქო სექტორი გვყავს იმის გამო, რომ 1 პროცენტიც არ არის, ვინც რეესტრში რეგისტრირდება - ვიცით, რომ ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, ჩვენთვის დღეს ყველაზე მთავარი არჩევნებზე დაკვირვებაა, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მესამე სექტორი რუსული კანონებით საქართველოში ცხოვრებას არ აპირებს.

"როგორც ჩვენ მრავალჯერ აღვნიშნეთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არ აპირებს რეგისტრაციას. ჩვენ არ ვაპირებთ რუსული კანონებით საქართველოში ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენთვის დღეს უკვე ყველაზე მთავარი არის არჩევნები, არჩევნებზე დაკვირვება და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული ქართული სამოქალაქო სექტორი გვყავს ჩვენ იმის გამო, რომ 1%-იც არ არის, ვინც რეგისტრირდება ამ რეესტრში. ალბათ, არ გამოუვიდა და არც გამოუვათ რუსული კანონების მიღება ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."