ეკა გიგაური - „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ დასავლეთმა ჩვენზე უარი თქვას, უნდათ მტრის პირისპირ მარტო დაგვტოვონ - დღეს, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს

ნანახია: 44
სრული ინფორმაცია

დასავლელი პარტნიორების დახმარებას „ქართული ოცნება“ შავ ფულს, ჭუჭყიან ფულს ეძახის - მათ უნდათ, რომ დასავლეთმა ჩვენზე უარი თქვას , - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე განაცხადა.

ეკა გიგაურის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს.

„დიდი მადლობა, რომ აქ ხართ. დღეს ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვართ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, ყველას გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი, რომ საქართველოში კარგი იყოს ცხოვრება, სტუდენტებს მიეცეთ მაღალი ხარისხის განათლება, გვქონდეს მაღალი ხარისხის ჯანდაცვას, ეს გვინდა, ამისთვის ვიბრძვით.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ შეგვიწყობენ ხელს, რომ ავაშენოთ ეს ქვეყანა, მათ უნდათ, რომ საქართველოში ისევე კარგი ცხოვრება იყოს, როგორც ევროკავშირშია, ეს არის, რაშიც გვეხმარებიან ისინი. მათ დახმარებას „ქართული ოცნება“ შავ ფულს, ჭუჭყიან ფულს ეძახის. „ქართლ ოცნებას“ უნდა, რომ დასავლეთმა ჩვენზე უარი თქვას, მათ უნდათ, რომ მტრის პირისპირ მარტო დაგვტოვონ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."