ნინო ევგენიძე - არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ღირსების შემლახავ „რუსულ კანონს“ - საქართველო რუსეთი არ არის და აქ ვერ მოხერხდება იმ სისტემის ჩამოყალიბება, რაც პუტინის რუსეთს გააჩნია

ნანახია: 234
სრული ინფორმაცია

ჩვენ არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ამ ღირსების შემლახავ „რუსულ კანონს“ - საქართველო რუსეთი არ არის და აქ ვერ მოხერხდება იმ სისტემის ჩამოყალიბება, რაც პუტინის რუსეთს გააჩნია, - ამის შესახებ "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ მე-8 საერთაშორისო კონფერენციის - „გარდამტეხი წელი" დაწყებამდე განაცხადა.


მისივე თქმით, ე.წ. "რუსული კანონი" ქართულ სახელმწიფოებრიობას ანგრევს.

"რა თქმა უნდა, ისევე როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების 99%, როგორც ამას იუსტიციის სამინისტრო ამბობს, არ ვაპირებთ დავემორჩილოთ ამ ღირსების შემლახავ "რუსულ კანონს", იმიტომ, რომ ის ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას. საქართველო რუსეთი არ არის და აქ ვერ მოხერხდება იმ ნაბიჯების [გადადგმა] და იმ სისტემის ჩამოყალიბება, რაც პუტინის რუსეთს გააჩნია. ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი და ყოველთვის ჰქონდეს თავისი ღირსეული ადგილი მოწინავე ქვეყნებსა და განვითარებულ დასავლურ სამყაროს წევრებს შორის," - განაცხადა ევგენიძემ.

ცნობისთვის, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრირების ვადა დღეს იწურება.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."