მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - დონორებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა იყვნენ პროცესის მწარმოებლები - მინდა ფეხბურთიდან შედარება მოვიყვანო: ფინანსურმა დირექტორმა მწვრთნელობა მოინდომა, საწყობის გამგე კარებში ჩააყენეს, რაც სისტემური პრობლემაა

ნანახია: 184
სრული ინფორმაცია

დონორებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა იყვნენ პროცესის მწარმოებლები, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა, რითაც ისაუბრა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე.

მისივე თქმით, პარტიამ პოლიტიკაში "გაბიზნესმენებულ" ადამიანებს დიდი დოზით გაუღო კარი.

„ჩვენს პარტიაში ბოლო პერიოდში ისე წავიდა პროცესი, რომ ბიზნეს კომპონენტმა შიგნით უფრო და უფრო მეტი დოზით აიღო სივრცეები, რაც არის ძალიან ცუდი ამბავი. ეკლექტურობა რისკის ქვეშ დადგა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოიკვეთა, გარიცხვის საკითხი. აქტიურად ამ პროცესებში არ ჩავრეულვარ, მაგრამ სახლშიც, რომ შემოგივარდება გარიცხვის ბომბი ხან ფანჯრიდან, ხან კარიდან და ბოლოს კალთაში ჩამიგდეს - მერე რაღაცნაირად მივხვდი, რომ საჭიროა ლაპარაკი.

ქართულ რეალობაში არც იყო ისეთი მაგალითი, რომ პარტიას ხელისუფლება დაეკარგა და პარტიული სხეული შეენარჩუნებინა, მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ სხეული არ არის საკმარისი. საჭიროა იდეოლოგიის შენარჩუნებაც და იმ იდეოლოგიური ხაზის შენარჩუნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რამდენი ოფისი გექნება. საბოლოო ჯამში პოლიტიკა არის იდეების ჭიდილი, არის იდეოლოგიური დაპირისპირება და ამ კომპონენტს სჭირდება, რომ პოლიტიკური ველი პოლიტიკოსებს ეკუთვნოდეთ. როდესაც ეს ეკლექტურობა ირღვევა, ეს ძალიან აზიანებს პროცესს. ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა ეს, პარლამენტში პოლიტიკოსებზე მეტი იყვნენ ასეთი ადამიანები და ამის ფასი ჩვენ გადავიხადეთ. განსაკუთრებით ბოლო წლებში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მოლაპარაკე კვალიფიციურ-პოლიტიკური აზრის გადმოცემის უნარის მქონე ადამიანებს ემეტყველათ დიდი დოზით - აღმოჩნდა, რომ ჩვენი გუნდის დიდი ნაწილი ამისთვის იყო უუნარო. კი არ ვაკნინებ ვინმეს, უბრალოდ ამის სპეციალისტები არ იყვნენ.

ფინანსური დონორი გვჭირდებოდა, დიახ, და საჭირო იყო დონორების პროცესში ყოფნა, მაგრამ ზედოზირება მოხდა, როგორც ჩანს და შემდეგ გაჩნდა ახალი ტრენდიც, რომ დონორებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა იყვნენ პროცესის მწარმოებლები. 36 „შაშხანა“ მოგვცა ქართველმა ხალხმა, რომ პოლიტიკური ბრძოლა გვეწარმოებინა და აქედან 2/3 ამ ფორმით არ გამოყენება, ბიზნეს დეპუტატებმა წაიღეს და სახლში ბუხრის თავზე ჩამოკიდეს და არ გამოუყენებიათ უკვე 3 წელია. ფეხბურთიდან მინდა შედარება მოვიყვანო - უცებ ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდით, რომ ფინანსურმა დირექტორმა მწვრთნელობა მოინდომა, მწვრთნელის სკამზე დაჯდა და საწყობის გამგე კარებში ჩააყენეს, სასადილოს გამგე საყრდენი ნახევარმცველია. ეს სისტემური პრობლემაა“, - განაცხადა ზოდელავამ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."