მედიის ადვოკატირების კოალიცია: ,,კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მნიშვნელოვნად აუარესებს მედიაგარემოს საქართველოში"

ნანახია: 295
სრული ინფორმაცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება სამი კრიტიკული მაუწყებლის „ფორმულას”, „მთავარი არხის” და „ტელეკომპანია პირველის” მიმართ პოლიტიკური ხასიათისაა და არ ემყარება სამართლებრივ საფუძვლებს.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას, რომლითაც მსგავსი დარღვევის დასადგენად, პირველ ყოვლისა, შეფასებული უნდა ყოფილიყო საეთერო ბადეში განთავსებული რეკლამის წინასაარჩევნო/პოლიტიკური მახასიათებლები და მისი ფორმალური მხარე. კამპანია „შინ ევროპისკენ” სახელით გავრცელებულ სადავო რგოლში კი არ ჩანს არცერთი სარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. შესაბამისად, კუმულაციური პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა, მასალა ვერ აკმაყოფილებს.

ტელეკომპანია „ფორმულას” ინტერესებს კოალიციის წევრი ორგანიზაცია - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) იცავს. გამომდინარე იქედან, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აუარესებს მედიაგარემოს საქართველოში, მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები დავის სასამართლოში გაგრძელების ეტაპზეც მზად არიან დაიცვან მაუწყებლების ინტერესები.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."