სრული ინფორმაცია
„მთავარი არხი“ კომპანია „იფსოსთან“ თანამშრომლობას წყვეტს და მიზეზებს განმარტავს. როგორც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, „იფსოსი“ აღარ ჩაატარებს ეგზიტპოლს „მთავარი არხის“ სახელით. გვარამიას განცხადებას „რადიო WW“ უცვლელად გთავაზობთ: „ვაცხადებთ ჩვენს პოზიციას, კომპანია „იფსოსის“ მიერ გუშინ, 28 ოქტომბერს, ჩვენს შორის არსებული კონტრაქტის უხეშად და არაკეთილსინდისიერად დარღვევის ფაქტზე: კომპანია „იფსოსის“ მიერ მოწოდებული ზუგდიდის ნედლი ციფრები დამატებითი შეწონვის, (ჩვენთან ცნობილია, როგორც ალოკაცია) გარეშე არის შემდეგი: ანზორ მელია: 52.3% მამუკა წოწერია: 43.3% უარი პასუხზე/არ ვიცი: 4.4%