მაგდა პაპიძე დახურული ზონიდან ნახევრად ღიაში გადასვლას ითხოვს

ნანახია: 170
სრული ინფორმაცია

ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე, უვადო პატიმრობის მისჯიდან 9 წლის შემდეგ, კანონით განსაზღვრული მკაცრი რეჟიმის შემსუბუქებას ითხოვს, რაც პატიმრის დახურულიდან ნახევრად ღია დაწესებულებაში გადაყვანას გულისხმობს.

რუსთავი 2-ის მიერ სასამართლო სხდომიდან მოპოვებულ ვიდეოკადრებში, პაპიძე ამბობს, რომ სურს [საპატიმროდან] რომ გავა, "გავიდეს ადამიანი".

"მე არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ, უშეცდომო ვარ, მაგრამ ის რომ ზომბად ვიქცე... ჩვენ არც ინტერნეტი გვაქვს, არაფერი, ცხოვრება გადის [...]

მინდა, რომ დრო გამოვიყენო ადამიანურად. აქედან რომ გავალ, გავიდე ადამიანი - არ მქონდეს განცდა, რომ წლები დამეკარგა. როცა შეიძლება, რომ დასაქმდე, დააგროვო ელემენტარული, შემდგარი გახვიდე გარეთ, ისეთი რაღაცეებიც კი ისწავლო, რასაც გარეთაც ვერ ისწავლიდი და შემდეგ გარეთ განავითარო, შენი ბიზნესი დაიწყო. [...] ხმა მეხლიჩება ხოლმე სიმარტოვით და სიჩუმისგან.

[...] არის დაწესებულებაში უამრავი კურსები - შემეცნებითი, სპორტული, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, რადგან ვარ დახურულში, არ მეძლევა ამის შესაძლებლობა და მიხდება გამონაკლის, იშვიათ პროგრამებში, ისიც მარტო მონაწილეობა". - თქვა პაპიძემ.

პაპიძემ ქმრის და შვილის მკვლელობის შესახებ მოსამართლეს უთხრა, რომ "უკონტროლო სტრესი" გადაიტანა და ყველაფრის "4 კედელში გადახარშვა" მოუწია.

"უკონტროლო სტრესი გადავიტანე, როდესაც ჩემი უბედურება მოხდა, პირველი 3 წელი ლოგინიდან ვერ ვდგებოდი საკანში. მე ვიცი რა გადავიტანე, 4 კედელში მომიწია გადახარშვა ყველაფრის. საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ მე ადამიანებთან ვიყო". - თქვა პაპიძემ.

სასამართლომ ქმრისა და შვილის მკვლელობის ფაქტზე მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა 2016 წლის 6 ივლისს მიუსაჯა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად გამოუტანეს. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."