Главная > სამართალი > მაგდა პაპიძე დახურული ზონიდან ნახევრად ღიაში გადასვლას ითხოვს
მაგდა პაპიძე დახურული ზონიდან ნახევრად ღიაში გადასვლას ითხოვს31-03-2025, 17:31. Разместил: mariko |
ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძე, უვადო პატიმრობის მისჯიდან 9 წლის შემდეგ, კანონით განსაზღვრული მკაცრი რეჟიმის შემსუბუქებას ითხოვს, რაც პატიმრის დახურულიდან ნახევრად ღია დაწესებულებაში გადაყვანას გულისხმობს. რუსთავი 2-ის მიერ სასამართლო სხდომიდან მოპოვებულ ვიდეოკადრებში, პაპიძე ამბობს, რომ სურს [საპატიმროდან] რომ გავა, "გავიდეს ადამიანი". "მე არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ, უშეცდომო ვარ, მაგრამ ის რომ ზომბად ვიქცე... ჩვენ არც ინტერნეტი გვაქვს, არაფერი, ცხოვრება გადის [...] პაპიძემ ქმრის და შვილის მკვლელობის შესახებ მოსამართლეს უთხრა, რომ "უკონტროლო სტრესი" გადაიტანა და ყველაფრის "4 კედელში გადახარშვა" მოუწია. "უკონტროლო სტრესი გადავიტანე, როდესაც ჩემი უბედურება მოხდა, პირველი 3 წელი ლოგინიდან ვერ ვდგებოდი საკანში. მე ვიცი რა გადავიტანე, 4 კედელში მომიწია გადახარშვა ყველაფრის. საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ მე ადამიანებთან ვიყო". - თქვა პაპიძემ. სასამართლომ ქმრისა და შვილის მკვლელობის ფაქტზე მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა 2016 წლის 6 ივლისს მიუსაჯა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად გამოუტანეს. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. Вернуться назад |