,,ფაიზერის“ ვაქცინა რეკომენდირებულია 19 წლის ზემო, ხოლო, „ასტრაზენეკა“ 16 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის

ნანახია: 406
სრული ინფორმაცია

ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც ვირუსი სამი თვის წინ გადაიტანა, მათ ვაქცინის გაკეთება მეორე, მესამე კვარტალში მოუწევთ.

„ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენი პროტოკოლის მიხედვით პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს 3 თვე. ანუ პირველ ეტაპზე იმ ადამიანებს, ვინც გადაიტანეს სამი თვის წინ, მათ ამ ეტაპზე ვაქცინაციას არ შევთავაზებთ, ანუ მათ მოუწევთ სადღაც მეორე, მესამე კვარტალში ვაქცინის გაკეთება“, - განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბავშვების შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაზე.

„რაც შეეხება ბავშვებს, „ფაიზერის“ ვაქცინა 19 წლიდან ზემოთ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში მითითებულია 16 წლიდან ზემოთ. ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ, ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ, როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ბავშვებში, მაშინ მწარმოებელი გადახედავს, სავარაუდოდ, თავის პროტოკოლს და ჩვენც შესაბამისად, ამას განვავრცობთ უკვე სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე, ჯერჯერობით ვსაუბრობთ მოზრდილ მოსახლეობაზე გეგმის თანახმად - 19 წლის და ზემოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."