,,3 მლნ 900 ათასი ვაქცინის დოზაა საჭირო, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს ჩაუტარდეს",- თამარ გაბუნია

ნანახია: 506
სრული ინფორმაცია

,,3 მლნ 900 ათასი ვაქცინის დოზაა საჭირო, იმისათვის რომ ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს ჩაუტარდეს", - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას გააკეთა.

თამარ გაბუნიამ კორონავირუსის ვაქცინაციის გეგმის სცენარზე და პროგნოზებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ბენეფიციარებს ვაქცინაცია ჩაუტარდებათ.

„რა თქმა უნდა, დეტალურად არის გამოყოფილი ჩამონათვალი. პირველი არის ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები და პერსონალი, ასევე 75 წლის ზემოთ პირები, შემდეგ 65-დან 74-მდე. მეორე ფაზის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები, ბაზისური სერვისი, რის გარეშეც ქვეყანა ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას, შემდეგ მოყვება 55-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი, შემდეგ მოდის 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირები, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს. ამის შემდეგ რჩება მოსახლეობის სხვა ჯგუფები. ჯამურად ეს რაოდენობა შეადგენს მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს, ამდენად ვაქცინების საერთო რაოდენობა, რაც ჩვენ დაგვჭირდება ამის მთლიანად მოცვისთვის, არის 3 მლნ 900 ათასი. საკმაოდ დიდი ოდენობაა დოზების და ინტენსიურად უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა. პირველი, მეორე კვარტალი დაეთმობა პირველი -მეორე ეტაპის ჯგუფების მოცვას. მერწმუნეთ, ბევრი ვაქცინა, რომელიც ემზადება რომ მიიღოს ავტორიზაცია დაგვეწევა, მოგვცემს საშუალებას ეს ჯგუფები წლის ბოლომდე იყოს მოცული“,-აცხადებს გაბუნია.

კომენტარის დატოვება

დამცავი კოდი:*
reload, if the code cannot be seen

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."