მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული

ნანახია: 452
სრული ინფორმაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, მსოფლიოში არსებული ვაქცინებიდან, მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი არაა დაშვებული. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს არსებული ყველა ვაქცინა 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვისაა რეკომენდირებული.

„ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება, 18 წლიდანაა რეკომენდირებული. მაგრამ ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს, უკვე 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."