სწავლება დოკუმენტური ფილმებით - ,,ბოლნისის ენის სახლის" ახალი პროექტი მედიაწიგნიერებაზე

ნანახია: 633
სრული ინფორმაცია

„ბოლნისის ენის სახლმა“ მედიაწიგნიერების პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში დოკუმენტური ფილმების ჩვენება დაიწყო. 
სოფელ სავანეთის პედაგოგებთან შემდეგ, ფილმები სოფელ ნახიდურის აქტიური ქალბატონების ჯგუფმაც ნახა.
 
პროექტის მთავრი მიზანი და ამოცანა დოკუმენტური ფილმებით სწავლებაა, რაც ერთ-ერთი გამორჩეული და ეფექტური მეთოდია, რომელსაც არაფორმალურ განათლებაში ხშირად იყენებენ.

,,ფილმი, როგორც აუდიო-ვიზუალური საშუალება, მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინსტრუმენტია. მისი გამოყენებით, შესაძლებელი ხდება ადამიანებისთვის სხვათა გამოცდილების გაზიარებითა და ცნობიერების ამაღლება", - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი ირმა ზურაბაშილი. 

,,ბოლნისის ენის სახლი ' კი განაგრძობს ფილმების ჩვენებას დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის ორ სოფელში. სავანეთისა და ნახიდურის თემში სულ 5-5 ფილმის ჩვენება გაიმართება. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტს - "დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით " ,,ბოლნისის ენის სახლი", ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო TRANSITION-ის პროგრამისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

სწავლება დოკუმენტური ფილმებით - ,,ბოლნისის ენის სახლის" ახალი პროექტი მედიაწიგნიერებაზე


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."