კამპანია ,,ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრის გადასარჩენად" დაიწყო

ნანახია: 735
სრული ინფორმაცია

,,ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრის გადასარჩენად", - ამ ჰეშთეგით რამდენიმე საათის წინ ახალგაზრდების ჯგუფმა სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო.

,,მეგობრებო, კვირას, 12:00 საათზე ბოლნისის კინოთეატრის ეზოს დასუფთავებას ვიწყებთ. თქვენთან ერთად ეს სივრცე ღია კინოჩვენებებისთვის გვინდა მოვამზადოთ. ძალიან გაგვიხარდება, თუ შემოგვიერთდებით. რაც უფრო ბევრნი ვიქნებით, უფრო ხალისით და სწრაფად დავალაგებთ.

ამინდის პროგნოზი გვეუბნება, რომ მზიანი დღეა. ჩვენ გლინტვეინით გაგიმასპინძლდებით.
გთხოვთ, კომენტარის სახით დაწეროთ ვინც შემოგვიერთდებით.
შეხვედრამდე ❤

პ.ს. ხელსაწყოებსა და პირბადეებს ჩვენ დაგახვედრებთ.

  ბოლნისის კინოთეატრის გადასარჩენად რამდენიმე კამპანია აქმდეც ჩატარდა და რამდენიმე გვერდიც შეიქმნა სოციალურ ქსელში. მაგალითად 2019 წელს 4 მაისს ბოლნისის კინოთეატრის გადამრჩენთა საზოგადოება, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართავდა დაეყენებინა დღის წესრგში კინოთეატრის შენობის გადახურვის საკითხი.

კამპანია ,,ვერთიანდებით ბოლნისის კინოთეატრის გადასარჩენად" დაიწყო

აქვე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლობა კომენტარშივე პასუხობს სტატუს და წერს რომ, ,,2014 წელს მოხდა, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, მუნიციპალიტეტისთვის კინოთეატრის შენობის გადმოცემა. რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული იქნა შენობის სრული რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის სამშენებლო ღირებულებამაც 1 080 000 ლარი შეადგინა." სამი წელი თვითმმართველობა ცდილობდა ინვესტიცია მოეძიებინა , თუმცა ,,კინოთეატრის არარენტაბელურობის მოტივიდან გამომდინარე, ყველა დონორისგან უარი მივიღეთ"-ო. 




არადა 2014 წლის შემდეგ, მას მერე, რაც კინოთეატრის შენობა ეკონომიკის სამინისტრომ თვითმმართველობას გადმოსცა, 2015 წელს იმავე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერძე ვკითხულობთ, რომ ბოლნისის ცენტრალური კინოთეატრის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისთვის ,,საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების" ფონდიდან 15 ათასი ლარი გამოყო. იმავე წელს შენობას პირვანდელი სახე უნდა დაბრუნებოდა. 



კინოთეტრის გადარჩენის მორიგი აქცია უკვე  2021 წლის 7 მარტსაა ჩანიშნული და პოსტმა 138 ადამინი უკვე მოიცვა, ახალგაზრდები კი, რაც შეიძლება მეტი ადამინის ჩართულობას ელოდებიან. 

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."