ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ნანახია: 647
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორსა და მედიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

დავით შერაზადიშვილმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა.

მერმა ასევე 2020 წელს, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მოქალაქეების დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებაც დეტალურად ისაუბრა.

ანგარიშის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას დავით შერაზადიშვილმა 2021 წელს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო და მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ანგარიში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული კოვიდრეგულაციების სრული დაცვით წარიმართა.

„მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას დღეს 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მივაწოდე.

მოგეხსენებათ, 2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით სავსე წელი იყო. საკარანტინო პერიოდის განმავლობაში მერია მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩვენ ჯამში 13 500 სასურსათო პაკეტი დავარიგეთ. საკარანტინო პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის ჩვენს მედიკოსებს, პოლიციელებსა და მოხალისეებს მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა არ შეწყვეტილა. 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 11 მილიონამდე ლარის ღირებულების 149 ინფრასტრუქტურული პროექტი წარმატებით განვახორციელეთ. გასულ წელს კი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, 3 300 000 ლარი დავხარჯეთ.

დარწმუნებული ვარ, 2021 წელი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის კვლავ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."