სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წელს 1 428 000 ლარი დაიხარჯება

ნანახია: 547
სრული ინფორმაცია

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წელს ბოლნისში 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.
 
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები ფოლადაურში, სამწევრისში, ზემო ბოლნისსა და სოფელ ბოლნისში გამართა.

ოთხივე სოფელში, წელს განსახორციელებელი პროექტები, მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეარჩია.

მათი გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების დასრულდება იგეგმება ფოლადაურში,სამწევრისსა და სოფელ ბოლნისში.

ფოლადაურში ასევე საფეხმავლო ხიდი აშენდება, სოფელ ბოლნისსა და ზემო ბოლნისში სანიაღვრე არხის ქსელი მოეწყობა და შიდა გზები მოწესრიგდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წელს  1 428 000 ლარი დაიხარჯება


წყარო: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."