,,ბოლნელი" და "დვალეთი" ბულგარეთში ფესტივალის უმაღლესი ჯილდოს ,,გრამპრი 2025" ის მფლობელები გახდნენ

ნანახია: 71
სრული ინფორმაცია

21 აგვისტოს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ-კონკურში FROM VARNA WITH LOVE! 2025 ქორეოგრაფიული ხელოვნების ნაციონალური ცენტრმა - ,,ბოლნელი" და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლმა "დვალეთი" ფესტივალის უმაღლესი ჯილდო ,,გრამპრი 2025" დაიმსახურა.

ანსამბლები ბლგარეთში 17 აგვისტოს გაემგზავრნენ და სამსობლოში წარმატებულები ბრუნდებიან .

,,ბულგარეთი, 2025 წლის 21 აგვისტო - ქ. ვარნის ისტორიული დიდი საკონცერტო დარბაზი, მაღალი კლასის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ - კონკურსი, სცენაზე გარდა მარათონში ჩართული ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლებისა, მონაწილეობას საინტერესო ბიოგრაფიის მქონე, მაღალი დონის ხელოვნების წარმომადგენლები იღებდნენ, მარტო რად კმარა აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "არსიანი" ხსენება, დარბაზში იმყოფებოდა ქალბატონი ლია ხორბალაძე, ასევე საგულისხმოა ფესტივალ - კონკურსის მიუკერძოებელი და კომპეტენტური ჟიური, რომლის რიგებს ამშვენებდა და წონას სძენდა ბულგარეთის და არამხოლოდ ბულგარეთის დამსახურებული და ძალედ პოპულარული არაერთი ცნობილი ხელოვანი.."- წერია ,,ბოლნელის" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ქორეოგრაფიული ხელოვნების ნაციონალური ცენტრი - ,,ბოლნელი" და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "დვალეთი" საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდებიან.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."