ანსამბლი ,,ბოლნელი" 30 წლიან მოღვაწეობას წყვეტს

ნანახია: 610
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბოლნელი" შემოქმედებით მოღვაწეობას წყვეტს, - ამის შესახებ ანსამბლის მთავრმა ქორეოგრაფმა და ხელმძღვანელმა კობა ჟღენტმა ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა. 

,,ბოდიში მინდა მოუხადო ჩემს აღსაზრდელებს, მათ ოჯახებს, რომ ქორეოგრაფიული სკოლა - სტუდია "ბოლნელი" ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს და ვერ პასუხობს იმ სასიხარულო განწყობას, რაც შექმნილია ბავშვებში სახელოვნებო წრეების გახსნით და ვერ იწყებს მიმდინარე წლის 15 თებერვლიდანაც კი სასწავლო - შემოქმედებით პროცესს, თუმცა ბევრმა ეს 1 თებერვლიდანაც კი შეძლო. როგორც დრომ აჩვენა ქორეოგრაფიული სკოლა - სტუდიამ "ბოლნელი" თავისი მშობლიური დარბაზიდან წამოსვლის შემდეგ, მომთაბარე ცხოვრება განვლო და ვერ ეწევა მისთვის ჩვეულ მშვიდ და სტაბილურ სასწავლო - შემოქმედებით მოღვაწეობას, ეს არ არის პანდემიით გამოწვეული სიტუაციით, ეს მხოლოდ ემატება იმ დიდ პრობლემას, რაც სპეციფიკური შენობის უქონლობითაა გამოწვეული და კიდევ უფრო დრამატულს ხდის "ბოლნელის" მდგომარეობას. მე, როგორც პედაგოგს მცხვენია და ბოდიშს მოგიხდით შექმნილი სიტუაციის გამო, რაც გამოწვეულია ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მოგმართავთ, რადგან ამ ყველაფერმა მიიღო ჩვეული ხასიათი, პატივცემულო ბავშვებო და მშობლებო შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება მიაკითხოთ კულტურის სახლის ცეკვის სტუდიებს და იქ ეზიაროთ ქორეოგრაფიულ ცოდნას, თუ ეს თქვენთვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანია, ხოლო საკონცერტო ჯგუფის წევრებს ვთხოვ როდესაც შეგატყობინებთ დათქმულ დღეს ჩააბაროთ საკონცერტო კოსტუმები ანსამბლის "ბოლნელი" გარდერობს... წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ ბავშვებოოოოოოო..", - წერს კობა ჟღენტი. 

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბოლნელი" 2019 წლის მარტიდან იძულებული გახდა საკუთარი სარეპეტიციო დარბაზი დაეტოვებინა. სარეპეტიციო დარბაზის შენობის ამორტიზებულობის, არამდგრადობისა და უსაფრთხოების არასათანადო ნორმების გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ,,ბოლნელს" რეპეტიციების ჩატარება ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის წერიტორიაზე არსებულ კინოთეატრის შენობაში აეკრძალა და დროებით, ჯერ ბოლნისის ს.ს. ორბელიანის სახელობის საჯარო სკოლაში, შემდეგ კი, ბოლნისის მე-3 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში მოუწია გადასვლა. 

2020 წლიდან ანსამბლმა რეპეტიციების წარმართვა პანდემიის გამო შეაჩერა, 2021 წლის 15 თებერვლიდან კი ,,ბოლნელის" ხელმძღვანელი რეპეტიცვიების განახლებასაც კი აანონსებდა, თუმცა  ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოთხოვნის საფუძველზე კვლავ შეაჩერა, რადგან  არ არსებობს შესაბამისი ბრძანება განათლების სამინისტროს მხრიდან, რაც უფლებას მისცემს სახელოვნებო წრეებს საჯარო სკოლებში სარეპეტიტორო საქმიანობა აღადგინონ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."