საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებები შევიდა.

ნანახია: 329
სრული ინფორმაცია

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებები შევიდა.
კერძოდ, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობა ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, დაბაში ან სოფელში − 1 000 ლარის ოდენობით.

უნებართვო მშენებლობა (გარდა ამავე კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა)სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან/და III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, − 25 000 ლარის ოდენობით;

ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან/და III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას − 20 000 ლარის ოდენობით.

132-ე მუხლის შესაბამისად, სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 800 ლარის ოდენობით;
ბ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 10 000 ლარის ოდენობით;
გ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 15 000 ლარის ოდენობით;

დაბაში ან სოფელში გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 200 ლარის ოდენობით;
ბ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 10 000 ლარის ოდენობით;
გ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 15 000 ლარის ოდენობით.
136-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს

დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას:
ქალაქში:
ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 5 000 ლარის ოდენობით;
ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 25 000 ლარის ოდენობით;

დაბაში ან სოფელში:
ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 1 000 ლარის ოდენობით;
ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 10 000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები და იმოქმედოთ კანონის შესაბამისად!

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი: https://bit.ly/411EWw1

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."