სრული ინფორმაცია
23 თებერვალს ბოლნისის საქალაქო ბიბლიოთეკაში თეა თაბაგარისა და აკაკი გაბრიჭიძის პოეზიის საღამო ჩატარდა.
‘’ფრესკა კი არა,კედლებიც კი მეტყველი არის, დრო თავისივე მდინარებას ხატავს ქართულად’’ - ეს ამონარიდი პოეტ თეა თაბაგარის შემოქმედებიდან ღონისძიების მთავარ სათქმელად იქცა.
საღამოს ბიბლიოთეკის ერთგული მკითხველი და ბოლნისში მოღვაწე შემოქმედი ადამიანები ესწრებოდნენ.
წყარო: ბოლნისის კულტურის ცენტრი