ბოლნისში მუსიკალური საღამო მოეწყო

ნანახია: 200
სრული ინფორმაცია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, ბოლნისში მუსიკალური საღამო მოეწყო
ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა. ღონისძიების სტუმრების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საპნის ბუშტების შოუ, ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ღია კაფეტერია, საბავშვო სივრცე სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობით, თოჯინების თეატრითა და ვორქშოპით.
მუსიკალური საღამო დასრულდა სადღესასწაულო კონცერტით, რომელშიც მონაწილეობა ბენდმა „ბანდეროლი“ და „ჩვენებურებმა“ მიიღეს. კონცერტს მსახიობი ლაშა გურგენიძე უძღვებოდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით მუსიკალური საღამოები მთელი ქვეყნის მასშტაბით წელს პირველად გაიმართება.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."