ევროატლანტიკური გზა ქართულად - მითების და სტერეოტიპების ,,ომი"

ნანახია: 641
სრული ინფორმაცია

სალომე აბულაძე
ბოლნისი

თავოსუფლება ბარიკადებზე


"მე ვარ ქართელი, მაშასადამე ვარ ევროპელი" - რთულად თუ მოიძებნება ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმულ ამ სიტყვების შესადარი; სიტყვებისა, რომლებიც ზუსტად ასახავს ქართველთა სწრაფვას, სურვილსა თუ მიზანს, რომელიც გააჩნია ამ ერს მთელი ისტორიის განმავლობაში.

დიდებულების ზენიტის უამრავი ეპიზოდი ჰქონია საქართველოს, თუმცა რაც უფრო მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით, მით უფრო დიდი იყო ის დაღმართი, რომელზე დაშვებაც გვიწევდა მოულოდნელად შემოსეული მტრის, შიდა თუ ქვეყნის გარედან წამოსული ღალატის ფონზე.

გვქონია ეპიზოდებიც, როცა ქართველს ქართველი გაუყიდია. საინტერესოა, რა ძალამ მოგვიყვანა დღემდე, ჩვენს უნიკალურ რაობას, დღემდე მოღწეულ "ქართველს" როგორი მედეგობა გააჩნია თურმე, გაუძლოს ისტორიაში განვითარებულ ვნებათაღელვას.

ნამდვილად დამსახურებული იქნებოდა აქ ღვაწლმოსილი მეფეების ხსენება. თუმცა ახლა ხაზს ვუსვამ იმ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს პროგრესულად წარმართვას ყოველთვის უკავშირებდნენ დასავლეთს, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანას თავი რუსეთის მარწუხებში ჰქონდა მოქცეული.

ილიას მოღვაწეობიდან ორი საუკუნის შემდეგაც კი კვლავ მიუწვდომელია ჩვენთვის აწ უკვე ტრანსფორმირებული ევროპა: არსებობს ხელოვნურად შექმნილი პროპაგანდა, მითები, რომლებიც თავისთავად ბარიერებს ქმნიან და ამავდროულად ჩვენი ქვეყანა, რომელსაც სრულფასოვანი წევრობისთის ევროპის ყველაზე დიდ გაერთიანებაში - ევროკავშირში - ბევრი რამ აკლია.

თუმცა, თავიდანვე გრანდიოზული არაფერი ქმნილა და იდეალურთან მიახლოებულის შესაქმნელად ბევრი შრომა, მსხვერპლის გაღება, კომპრომისები, რაც მთავარია, ადეკვატური ადამიანები და კვალიფიციური კადრებია საჭირო, რომლებიც წარმართავენ იდეალურ პოლიტიკას ნებისმიერ დარგში. დღემდე მოღწეულ პატარა საქართველოს ყოველთის უყენებენ გვერდში ჰეგემონ რუსეთს - სახელმწიფოს, მოყვარეს საზღვრების გაფართოებისა, უჩვეულოდ დამპყრობლური პოლიტიკის წარმართვის ავტორს.

როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანას, სოციალისტური წყობილების 70წლიანი გამოცდილების მქონეს, ჩვევად გვექცა წლების განმავლობაში არგახედვა დასავლეთისკენ და თავისუფალი აზრის გამოხატვის უნარის დაქვეითება, ყველაფერი მიუღეებელი მისაღები გახდა და სწორედ მაშინ, როცა ჯერი არჩევანის თავისუფლებაზე მიდგა, ჩვენ ავირჩიეთ ევროპა.

ჰარმონიული განვითარება ხომ სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთნ ასოცირდება.

1990 წლიდან უკვე დავიწყეთ ძიება საერთაშრისო სტრატეგიული პარტნიორისა და ვიპოვეთ კიდევაც - ევროკავშირი, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე ორიენტირებული გაერთიანება - და ჩვენი სახელმწიფოს დღის წესრიგში სწორედ ამ დიდი გაერთიანების ნაწილად ქცევაა.

საქათველოს უკეთესი ცვლილებებისკენ მიმართული მთელი რიგი რეფორმების გატარება მოუხდა "მეტი დახმარება, მეტი რეფორმების სანაცვლოდ" ფარგლებში.

ვფიქრობ, ყურადსაღებია ის, თუ რაოდენ დიდი ცვლილებები განიცადა ჩვენმა სახელმწიფომ ჯერ კიდევ ევროკავშირში შესვლამდე. მიუხედავად იმისა, რომ სრული გარანტი არ გვაქვს ვიქცეთ ევროპის ამ გაერთიანების ნაწილი, ბევრი სიკეთე უკვე ასახულია ჩვენს ყოველდღიურობაში, ჩვენ კვლავაც ვართ პროგრესისკენ მიმართული ცვლილებების ნაწილი, რაც კიდევ უფრო დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე.

ასოცირების ხელშეკრულების ხელის მოწერის დღეს ჩვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ხელმოწერის ცერემონია შემდეგი სიტყვებით დაამშვენა: „დღეს საქართველო დიდ ნაბიჯს დგამს თავისუფალი ევროპისკენ, ესაა დღე, რომელიც ყველას დაგვამახსოვრდება, როგორც ისტორიული და განსაკუთრებული. ყველა ერის ისტორიაში არის თარიღები, რომლებითაც ისინი ამაყობენ. დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედს გვისახავს და რომლითაც ჩვენი შთამომავლობა იამაყებს. სწორედ ამ დღის დადგომაზე ფიქრსა და ზრუნვას შეალია ცხოვრება არაერთმა თაობამ. ამ დღეს დიდხანს ელოდა ჩემი ქვეყანა. მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად პატივი, სინამდვილედ ექცია ჩვენი წინაპრების ოცნება”.

ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულებამდე, რომლის საშუალებითაცაა, რომ ყოველ მძღოლს ღვედი უკეთია, საქართველომ 137 მილიონი ევრო მიიღო ვარდების რევოლუციის შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად.

კიდევ უფრო ადრე, 1992 წელს პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში კი საქართველოს მთავარ ამოცანებს შორის დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდირება და ეკონომიკის განვითარება, ინვესტიციების ზრდაზე ორიენტირება იყო. ორი აზრი არაა, ევროკავშირისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ავტომატურად მიმდინარე ცვლილებებია წინსვლისკენ მიმართული.

სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებშიც, სწორედ მაშინ, როცა ევროკავშირის საზღვრები იზრდებოდა, მისსავე ინტერესებში შედიოდა სამეზობლოსგან მშვიდობიანი უკუკავშირი, ასე რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საფრთხისგან დაცული ყოფილიყო აღმოსავლეთ ქვეყნები, მათ შორის - საქართველო.

განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ის შესაძლებლობებია, რომელსაც ევროკავშირი აძლევს სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. მით უმეტეს მაშინ, როცა ყოველი მოსწავლე დიდი აღფრთოვანებით ელოდება საუნივერსიტეტო სწავლებას, როცა შეძლებს წავიდეს უცხო ქვეყანაში განათლების მისაღებად სტიპენდიის მოპოვების გზით.

ეს ჯერ კიდევ მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთეებისა, რაც ევროკავშირთან თანამშრომლობამ მოგვიტანა, თუმცა, როგორც ვახსენე, არსებობს დაბრკოლებები, რომლებიც კიდევ უფრო ართულებს ევროპასთან დაახლოების პროცესს.

მაგალითად, მითები, რომელსაც გადგმული აქვს ფესვი ქართულ მენტალიტეტში და თუ გვინდა ევროკავშირში შესვლის ინიციატივის დიდი ნაწილი ხალხისგან მოდიოდეს, სწორედ ამ მითებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრა უნდა ვცადოთ.

ევროატლანტიკური გზა ქართულად - მითების და სტერეოტიპების ,,ომი"


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."