დავით შერაზადიშვილი და გოგი მეშველიანი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის მემორიალურ ტურნირს დაესწრო

ნანახია: 112
სრული ინფორმაცია

დავით შერაზადიშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის მემორიალურ ტურნირს დაესწრო

ქალაქ ბოლნისში, სპორტის დამსახურებული ოსტატის, ღირსების ორდენის კავალერის, ბოლნისის საპატიო მოქალაქის აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი მიმდინარეობს ჭაბუკთა შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.

ტურნირის გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი დაესწრნენ. დავით შერაზადიშვილმა ტურნირის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატება უსურვა.

მემორიალურ ტურნირში მონაწილეობას საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან 157 მოჭიდავე, ორ ასაკობრივ კატეგორიაში იღებს.

აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით 2022 წელს დაარსდა. აკაკი ქუქჩიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში თავისუფალი სტილით ჭიდაობის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. სამწვრთნელო მოღვაწეობის განმავლობაში მან არაერთი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი აღზარდა.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."