,,ბოლნისქალაქობის“ სახალხო დღესასწაულზე საპატიო მოქალაქეებს აირჩევენ.

ნანახია: 136
სრული ინფორმაცია

23 სექტემბერს, ჩვენი ქალაქი ,,ბოლნისქალაქობას" იზეიმებს. სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად, ბოლნისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოვებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხის განმხილველი სათათბირო საბჭო შეიკრიბა.

საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე საპატიო მოქალაქეობის კანდიდატების შესახებ განცხადების რეგისტრაციის ვადები განიხილეს.

განცხადების მიღება შესაძლებელი იქნება 2023 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.
საპატიო მოქალაქის წარდგენა შეუძლია:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს;
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;
საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
არანაკლებ 7-კაციან საინიციატივო ჯგუფს. (ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთვოდეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა);
ასევე, საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს.

საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ მერს, რომელსაც წერილობითი სახით თან უნდა ერთვოდეს:

ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი
ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
გ) ბიოგრაფიული ცნობები;
დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ფერადი
ფოტოსურათი ზომით-3X4;
ვ) პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე.
მერი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემს
სათათბირო საბჭოს.

საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან სხვა მოღვაწეობა აქვს.

საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ და შესაძლოა გარდაცვალების შემდეგაც.

გთხოვთ, კანდიდატურებთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია 14 სექტემბრის ჩათვლით წარადგინოთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში ან ელექტრონულ ფოსტაზე: bolnisimunicipality@bolnisi.gov.ge

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."