გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი ,,სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის" პროექტის დახურვით შეხვედრას დაესწრნენ.

ნანახია: 147
სრული ინფორმაცია

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი პროექტის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

ქალაქ მარნეულში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ პროექტის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარემ სამირა ისმაილოვამ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შემაჯამებელ შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის, დმანისის თეთღიწყაროსა და წალკის მაორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ მიზანი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის ჯანდაცვის მიმართულებით არსებული სახელმწიფო ან/და შეღავათიანი პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა იყო.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."