ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ყოველწლიურად უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას

ნანახია: 150
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ყოველწლიურად უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივიზმს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია, კამპანიის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები სახელწოდებით -„არა ძალადობას!“.

 ჩვენი საბჭოს ერთ-ერთი მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენცია , ძალადობის მსხვერპლთა დახმარების უზრუნველყოფა. ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი ღონისძიებების გატარება, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმების გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი“, მსხვერპლთა ერთჯერადი მატერიალური დახმარებისა და ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა.

 გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მას არაერთი ქვეყანა და ათასობით ორგანიზაცია უერთდება. კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."