წყალმომარაგების კომპანიის განცხადება

ნანახია: 151
სრული ინფორმაცია

წყალმომარაგების კომპანიის განცხადება

ქალაქ ბოლნისში ყარაბულახის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის ფარგლებში, ამა წლის 3 აგვისტოს 07:00 სთ-დან 4 აგვისტოს 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. ბოლნისს, დაბა კაზრეთს და მიმდებარე სოფლებს (ბალიჭი; ჯავშანიანი; კიანეთი; ქვეში; ძვ. ქვეში; საბერეთი; მუშევანი; ზვარეთი; დარბაზი; გეტა; ფოცხვერიანი; წიფორი; ხახალაჯვარი; ჭრეში; იწრია; აკაურთა; ტანძია; რატევანი; დისველი) ჯამში 7210 აბონენტს.

აღნიშნული პროექტი ქ. ბოლნისის „ ყარაბულახის “სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას, მაგისტრალზე არსებული დაზიანებების სრულ აღმოფხვრას, ჭრეში-ბოლნისის ამორტიზირებული მაგისტრალის რეაბილიტაციას, სოფლების: ტანძია, იწრია, რატევანის სრულ რეაბილიტაციას, რეზერვუარების მოწყობასა და გამრიცხველიანებას ითვალისწინებს. რეზერვუარები ეწყობა სოფლებშიც: ძველ ქვეშსა და ძეძვნარიანში. ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია.

პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მლნ. ლარამდე მოხმარდება და მისი დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."