„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - 2021 წლის პირველ ნახევარში კორონავირუსით გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 921 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტობრივად კი 822 მლნ ლარი დაიხარჯა

ნანახია: 407
სრული ინფორმაცია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ბიუჯეტიდან ჯანდაცვის მიმართულებით იანვარ-ივნისში 511.1 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 96 მლნ ლარი ვაქცინის შეძენას მოხმარდა, 11 მლნ ლარი კი კარანტინზე და სხვა ღონისძიებებზე დაიხარჯა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყველაზე მეტი თანხა ჯანდაცვის პროგრამებიდა, 142 მლნ ლარი დროებით უმუშევრად დარჩენილების კომპენსაციაზე იქნა გაცემული.

„პანდემიამ სახელმწიფო ბიუჯეტში ახალი ხარჯვითი პროგრამების შექმნა განაპირობა. პროგრამები 3 მიმართულებით შეიქმნა: ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ბიზნესის სუბსიდირება. 2021 წლის პირველ ნახევარში კორონავირუსით გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 921 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტობრივად კი 822 მლნ ლარი (დაგეგმილის 89.3%) დაიხარჯა.

ჯანდაცვის მიმართულებით იანვარ-ივნისში 511.1 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 425 მლნ ლარი დაიხარჯა, მათ შორის 96 მლნ ლარი ვაქცინის შეძენას მოხმარდა. 11 მლნ ლარი კარანტინზე და სხვა ღონისძიებებზე დაიხარჯა.

სოციალურ დახმარებებზე 350 მლნ ლარამდე დაიხარჯა. ყველაზე მეტი თანხა კი - 142 მლნ ლარი დროებით უმუშევრად დარჩენილების კომპენსაციაზე იქნა გაცემული. 105 მლნ ლარი დაიხარჯა კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე.

ბიზნესის სუბსიდირების მიმართულებით სულ 36 მლნ ლარი დაიხარჯა და გეგმა 96%-ით შესრულდა.

პანდემიის გამო, წლის ბოლომდე ჯანდაცვის მიმართულებით 831 მლნ ლარი დაიხარჯება, სოციალური მიმართულებით - 415 მლნ ლარი და ბიზნესის სუბსიდირების მიმართულებით - 112 მლნ ლარი. სამივე მიმართულებით ჯამში 1.4 მლრდ ლარამდე დაიხარჯება“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."