წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე (WASH) შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

ნანახია: 515
სრული ინფორმაცია

ევროკავშირის მხარდაჭერით, თემაზე ადამიანის უფლება წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე (WASH) შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა 
 The EU supported concluding conference on Human Rights for Water, Sanitation and Hygiene (WASH) was conducted #EU4Georgia 

2020 წლის 10 დეკემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, თემაზე წყალი, სანიტარია და ჰიგიენა (WASH), როგორც ადამიანის უფლება, მაღალი რანგის დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო WASH პროგრამის ფარგლებში (2017-2020) 300 – ზე მეტ დაწესებულებაში (სკოლები, საბავშვო ბაღები, ამბულატორიები) ჩატარებული კვლევების საფუძველზე დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შორის ღია დიალოგის დაწყება.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ, ევროკავშირის დელეგაციის წამომადგენელმა საქართველოში, დომინიკა სკუბიდამ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ.

შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან — ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და ქალი და სამყაროსთან (WW) ერთად, სოციალურად დაუცველი, მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის, დისკრიმინაციის თავიდან აცილების, წყალზე წვდომის უზრუნველყოფისა და WASH სტანდარტების დამკვიდრების მიზნით.

წყარო: CENN

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."