,,ქართული ოცნება "- 31%, ენმ- 5% - NDI-კვლევის შედეგები

ნანახია: 465
სრული ინფორმაცია

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% ყველაზე ახლოს საკუთარ თავს იდეოლოგიურად “ქართულ ოცნებასთან” ხედავს, რაც სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კითხვაზე, “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს”, გამოკითხულთა 31-მა პროცენტმა “ქართული ოცნება” დაასახელა, არც ერთი პარტია დაასახელა 25%-მა, პასუხზე უარი განაცხადა 24%-მა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაასახელა 5%-მა, ასევე 5%-მა უპასუხა, რომ არ იცის, ხოლო 9%-მა სხვა პარტიები დაასახელა, მათ შორის “პატრიოტთა ალიანსი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “ლეიბორისტული პარტია”.

NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნების” რეიტინგმა 2019 წლის ნოემბრის შემდეგ მოიმატა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა პარტიების მაჩვენებელმა კი იკლო.


დღეს, 25 ინვარს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

წყარო: Netgazeti


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."