სულ ტყუილად არიან „ოცნებაში“ აჟიტირებული ბორელის განცხადებებით.

ნანახია: 414
სრული ინფორმაცია

ტრიბუნას“ ლიდერის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „ოცნებაში“ სულ ტყუილად არიან აჟიტირებული ჟოზეფ ბორელის განცხადებებით.

„არჩევნებზე ეუთო/ ოდირის მიერ დადებული შეფასების რევიზიისთვის ნამდვილად არ დაუბარებია ბორელს ირაკლი ღარიბაშვილი, შესაბამისად, ახალიც არაფერი თქმულა, ამიტომ სულ ტყუილად არიან „ოცნებაში“ აჟიტირებული ბორელის განცხადებებით.

თუმცა, მათი უბედურება ის არის, რომ თავადაც ილუზიაში ცხოვრობენ, ხალხსაც ილუზიაში აცხოვრებენ, მთელი ამ ხნის განმავლობაში კი, ყოველდღიური სამოქმედო გეგმაც კი არ დაუდიათ.

ოპოზიციის სერიოზული დანაშაული ის არი, რომ ხალხს არ ვეხმარებით ამ ურთულს პროცესში და ჯერაც არ გაგვიჟღერებია რას ვთავაზობთ თუნდაც ახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში.

მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ხალხი ღატაკდება და ხვალინდელი დღის უიმედობაა ყველგან...

ამიტომ, რაც უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემა და მისი გადაჭრის გზები იქნება გაჟღერებული, მით უფრო აქტიურად ჩაერთვება ჩვენი ამომრჩეველი ამ კრიზისის მოგვარებაში.

თუმცა, ვიდრე ნიკა მელია ციხეშია, “ოცნებასთან“ მოლაპარაკების გაგრძლება კომპრომისებზე წასვლას უფრო ნიშნავს“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."