სრული ინფორმაცია
საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგურის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა
USAID მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას კერძო სექტორის ჩართულობის გზით, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დაფინანსების ახალი მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად.
USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში (შემდგომში, პროგრამა) საპილოტე პროექტების მეშვეობით, მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერას, რათა მათ განახლებადი ენერგორესურსებით, ინოვაციური და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, მოთხოვნის მხარის მართვისა და ენერგეტიკის მართვის სისტემების გამოყენებით განახორციელონ საპილოტე პროექტები.
ამ ინიციატივის ფარგლებში, დღეს 23 აპრილს, საქართველოში პირველი 216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური ოფიციალურად გაიხსნა .
მოცემული საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 32, 400 აშშ დოლარის დანაზოგს უზრუნველყოფს.
შედეგად, აგრო იმპექსის ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება.
„ USAID- ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში “, წარმოადგენს 5 წლიან პროექტს . რომლის ბიუჯეტი 20,2 მილიონი აშშ დოლარია პროგრამას ახორციელებს შპს დელოიტ ქონსალთინგი LLP), - (USAID) . აშშ ს საერთაშორისო წგანვითარების სააგენტოს დაფინანსებით.
პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება გრძელვადიანი , , პოლიტიკისა და მმართველობის გზით სექტორზე მავნე ზემოქმედებისგან გამოწვეული მგრძნობელობის შემცირებით განახლებადი ენერგიის წარმოებაში (ქარი, მზე )და ჰიდროენერგეტიკა კერძო სექტორის ინვესტიციების ზრდისა და ქართული ინსტიტუციების




