არჩევნების გასაპროტესტებლად ოპოზიციური პარტიები 25 თებერვალს და 31 მარტს აქციებს გამართავენ

ნანახია: 419
სრული ინფორმაცია

ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაპროტესტებლად 25 თებერვალს და 31 მარტს აქციებს გამართავენ. ამის შესახებ საერთო ოპოზიციური შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერბმა თქვეს. მათივე თქმით, დაიგეგმა რამდენიმე აქცია რეგიონებშიც. 

"შეხვედრის ერთი საკითხი ეხებოდა ოპოზიციის პროტესტს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით. შეთანხმება მოხდა, რომ პროტესტი უნდა იყოს და უნდა იყოს მათ შორის ქუჩაშიც. პირველი თარიღი ჩაინიშნა 25 თებერვალი, სიმბოლური დღეა, ოკუპაციის. 

შეთანხმება მოხდა, რომ აქციები იქნება, ეს არის პირველ აქციაზე საუბარი. ამის მერე იქნება რეგიონებში აქციები, შემდეგ ალბათ, იქნება დიდი აქცია". – თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ. 

"ამ დღეს შევიკრიბებით იმისთვის რომ საზოგადოებამ გამოხატოს თავისი ლეგიტიმური აღშფოთება და პროტესტი, რომ ჩვენ აღარ დავუშვებთ ამას ჩვენ ქვეყანაში, რის საფრთხესაც ივანიშვილის რეჟიმი უქმნის. ამას მოჰყვება რამდენიმე აქცია რეგიონებში და ცენტრალური აქცია იქნება თბილისშივე, 31 მარტს". – თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ

ოპოზიციის ძირითადი ნაწილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ გაყალბებისა და დაშინების ფონზე, არჩევნები არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. 

ოპოზიციური პარტიები მმართველი გუნდისგან მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმირებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს, უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. 


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."