ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საგადასახო დავალიანების ჩამოწერა 145 ათას პირს შეეხება, დავალიანების ჯამური ოდენობა კი 590 მილიონ ლარს შეადგენს

ნანახია: 59
სრული ინფორმაცია

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე მომზადებული პროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

როგორც მინისტრი განმარტავს, იგეგმება 2021 წლამდე წარმოქმნილი და აღიარებული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს გააჩნიათ. ხუციშვილის თქმით, განმსაზღვრელი ფაქტორი, რის გამოც აღნიშნული პერიოდი შეირჩა, საგადასახადო ხანდაზმულობა იყო.

“ჯამში 145 ათასი პირია, რომელთა ჯამური საგადასახადო დავალიანება არის 590 მილიონ ლარი. აღნიშნული თანხა აღიარებული საგადასახადო დავალიანებების ფარგლებში ჩამოიწერება.

გამომდინარე იქედან, რომ საგადასახადო ორგანოს აღსრულების ღონისძიებები ჰქონდა მიღებული, გადასახადო დავალიანების მქონე ფიზიკურ პირებს ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ შეზღუდული.

მას შემდეგ, რაც პროექტს პარლამენტი დაამტკიცებს და მოხდება ჩამოწერა, მათ ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სრული შესაძლებლობა ექნებათ.

ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია, ეკონომიკის ზრდის ტემპი გრძელდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. გასული ორი თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 7.7%-ს შეადგენს, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდაა. 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა უშუალოდ თებერვლის თვეში, რაც სასიხარულოა.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."