„გოლოსი“ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე - ამომრჩევლების დიდი ნაწილი ზეწოლის ქვეშ იმყოფება - დიდი გაყალბების პროგნოზი ახდება

ნანახია: 52
სრული ინფორმაცია

კენჭისყრის პირველი დღე დაიწყო და ყველაფერი ზუსტად ისე მიდის, როგორც მოველოდით - დილიდან ამომრჩევლების დიდი ნაწილი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, დამკვირვებლების არარსებობა და წინააღმდეგობა ეგზიტპოლის მიმართ, - ამის შესახებ რუსეთის ამომრჩეველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „გოლოსის“ თანათავმჯდომარემ, სტანისლავ ანდრეიჩუკმა განაცხადა.

„გოლოსის“ ინფორმაციით, დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემის პორტალები ვერ უმკლავდებიან დატვირთვას, რადგან ამომრჩეველთა აქტივობა „მაღალია“.

„სისტემის ოპერატორები წერენ დიდი „ინტერესის” შესახებ, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის მისი ბუნება - ისინი ხმას აძლევენ დილით თავიანთ სამუშაო ადგილებზე, უფროსების ფხიზელი თვალის ქვეშ,” - წერს ანდრეიჩუკი და განმარტავს, რომ „დიდი გაყალბების პროგნოზი ახდება”.

ამ ფონზე, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, ელა პამფილოვა აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ყველაფერი ნორმალურად მიდის“. რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის მუშაობაში შეფერხებები „ხმის მიცემის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობის გამო“ დაფიქსირდა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."