ჯოზეფ ბორელი - საქართველოს ახალი პრემიერის მიმართ მთავარი გზავნილი იქნება მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე

ნანახია: 153
სრული ინფორმაცია

ხვალ შევხვდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავარი გზავნილი იქნება, მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯოზებ ბორელმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა იქნება ევროკავშირის მთავარი გზავნილი საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ხვალინდელ შეხვედრაზე.

„ხვალ შევხვდებით თქვენს პრემიერ მინისტრს. მთავარი გზავნილი იქნება, მოვუწოდოთ, გააგრძელონ მუშაობა ევროპულ გზაზე. ისინი კარგად მუშაობენ და ქართული საზოგადოების მხრიდან არის ძლიერი მხარდაჭერა. ეს არის კარგი მომენტი საქართველოსთვის“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."