რა ქონებას ფლობს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანო

ნანახია: 534
სრული ინფორმაცია

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა. მანამდე ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი იყო. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობამდე, ნინო გიორგობიანს აქტიურ ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის რამდენიმე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში მუშაობდა.

რა ქონებას ფლობს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ახალი უფროსი.

როგორც მის მიერ 2021 წლის 25 თებერვალს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, ნინო გიორგობიანს ეკუთვნის: 1100 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 57,93 კვ.მ სახლი ამბროლაურის რაიონში, რაშიც 2017 წელს 4000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე, 67 კვ.მ ბინა თბილისში, რომლიც 2010 წელს 60 000 აშშ დოლარად შეიძინა. ამასთან, ნინო გიორგობიანის სახელზეა 2014 წელს 150 000 აშშ დოლარად შეძენილი 119 კვ.მ ბინა და ავტოფარეხი თბილისში.

დეკლარაციის მიხედვით, ნინო გიორგობიანმა შსს-ში სტრატეგიული დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე, გასულ წელს ხელფასის სახით - 74 659 ლარი მიიღო.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ნინო გიორგობიანი ფლობდა: ,,თიბისი ბანკის" სახელფასოზე - 394,22 ლარს, ხოლო, ანაბარზე - 10 197 აშშ დოლარს.

წყარო: bpn


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."