მოვითხოვ მკაცრს არა, უმკაცრეს სასჯელს, ჩემთვის ეს 5 ადამიანი მკვლელები არიან!

ნანახია: 423
სრული ინფორმაცია

უცხო ხალხი მწერს დღემდე, ათასობით ადამიანს ვაკავებ, ვინც მოითხოვს ლინჩის წესით გასამართლებას და მადლობა მომიხადეთ, რომ კანონიერ ფარგლებს არ გავცდი ეს გამწარებული ადამიანი და თქვენ აქ სხედხართ ახლა,- ასე მიმართა გიორგი შაქარაშვილის დედამ თამარ შალვაშვილმა სასამართლო დარბაზში დაკითხვის დროს ბრალდებულებს. ამის შესახებ კი აუდიოჩანაწერი „ტვ პირველმა“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაავრცელა.

ჩანაწერის მიხედვით, გარდაცვლილის დედამ მოსამართლეს მიმართაცს და ბრალდებულების უმკაცრეს წესით დასჯას მოითხოვს. თამარ შალვაშვილის თქმით, მისთვის პროკურატურის ხელთ არსებული მტკიცებულებები საკმარისია.

„ჩემი სახელით, ჩემი მეუღლის, რომელიც, მართლა, რამდენჯერმე ძლივს სიკვდილს გადაურჩა, მართლა ოჯახი გაგვინადგურეს ამათ, ბებია 5 თვეში უკან მიჰყვა ბავშვს დარდისგან, გამომდინარე აქედან, ჩემთვის საკმარისია ის მტკიცებულებები, რაც პროკურატურას აქვს, მოვითხოვ მკაცრს არა, უმკაცრეს სასჯელს, ჩემთვის ეს 5 ადამიანი დამნაშავეა, დამნაშავე კი არა მკვლელები არიან! საზოგადოებისთვის საშიშები! უდანაშაულო ბავშვებს მისდევდნენ, არ იცოდნენ ვის კლავდნენ. ბავშვი იყო აბსოლუტურად უდანაშაულო და მომიკლეს, ხალხო, დაბადების დღეზე წავიდა 21-ე საუკუნეში ანგელოზი ბავშვი, რა მდგომარეობაში ვიქნები წარმოიდგინეთ. უცხო ხალხი მწერს დღემდე, ათასობით ადამიანს ვაკავებ, ვინც მოითხოვს ლინჩის წესით გასამართლებას და მადლობა მომიხადეთ, რომ კანონიერ ფარგლებს არ გავცდი ეს გამწარებული ადამიანი და თქვენ აქ ზიხართ ახლა!“- განაცხადა თამარ შალვაშვლმა.

აუდიოჩანაწერში ისმის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც გარდაცვლილის დედასა და ბრალდებულებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც თამარ შალვაშვილმა მათ მკვლელები უწოდა. აჩი გაგნიძემ და ნიკა რევაზიშვილმა მოსამართლეს მიმართეს და განაცხადეს, რომ მათ არავინ მოუკლავთ.

„ენა გააჩერე, სიზმარში ხომ გელანდებოდა, კიდევ მოგელანდება მთელი ცხოვრება, ჩემი შვილის სახე კარგად დაიმახსოვრე, ჩემი შვილის საფლავზე დღემდე ხალხი არ წყდება, ათასობით ადამიანი მიდის და თქვენს საფლავზე ძაღლი არ მივა, ეგ იცოდეთ!!“- განაცხადა თამარ შალვაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."