პრეზიდენტი ორბელიანის სასახლეში იენს სტოლტენბერგს მასპინძლობს

ნანახია: 103
სრული ინფორმაცია

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ორბელიანის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ამ წუთებში მხარეები აუდიენციას უკვე გაფართოებული შემადგენლობით მართავენ.

ამასთან, პრეზიდენტის სასახლეში სტუმრობის ფარლებში, ნატოს გენერალურმა მდივანმა საპატიო წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.

იენს სტოლტენბერგი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე დახვდნენ, რის შემდეგაც, მთავრობის ადმინისტრაციაში ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ლიდერების ერთობლივი ბრიფინგი მოჰყვა.

იენს სტოლტენბერგი საქართველოდან ხვალ სომხეთში გაემგზავრება.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."