იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

ნანახია: 72
სრული ინფორმაცია

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოშია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა.

სტოლტენბერგს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე დახვდნენ.

დღეს, 14:50 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.

17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს სტუმრობს. შეგახსენებთ, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ბოლოს 2019 იმყოფებოდა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."