" />

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები 28-29 იანვარს ჩატარდება

ნანახია: 112
სრული ინფორმაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 28-29 იანვარს ჩატარდება. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები "ბლოკჩეინის" სისტემით გაიმართება.

„კანდიდატების წარმომადგენლებმა ორი პროექტი შემოიტანეს. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, საუბარი იყო „ფეისბუქ“ პლატფორმაზე, მეორე იყო - “ბლოკჩეინის“ პლატფორმა. ორივე მხარე „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ აღმოჩნდა, ერთი ხმა იყო წინააღმდეგი. 69-მ მისცა ხმა, სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, ვინ იყო წინააღმდეგი. არცერთი მოქმედი კანდიდატი არ ყოფილა წინააღმდეგი. გადაწყვეტილება იქნა მიღებული „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ, რომელიც წარმოადგინა ნიკა მელიას ჯგუფმა.

თარიღზე მე შემოვედი ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებულიყო 2023 წლის 28-29 იანვარი. ამ საკითხზეც სრული მხარდაჭერა იყო. პრაქტიკულად არცერთი წინააღმდეგი, პოლიტსაბჭომ მიიღო სრული მხარდაჭერით წინადადება და განისაზღვრა არჩევნების დღედ 28-29 იანვარი. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, 18:00 საათზე, ამ დროის შემდეგ უკვე ახალი კანდიდატი ვერ დარეგისტრირდება.

ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც პოლიტსაბჭოს 5 წევრისგან შედგება და თითოეული წევრის დანიშვნის შესაძლებლობა თითოეულ კანდიდატს ექნება“,- განაცხადა ნაყოფიამ.

მისი თქმით, ამით პარტიის ბრძოლა არ წყდება და აუცილებლად მიაღწევენ იმას, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები თავისუფლები იყვნენ.

„არავის ჰქონდეს ილუზია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ირღვევა. ეს არის ნორმალური, დემოკრატიული პროცესი, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აუცილებლად დაგვირგვინდება შემდეგ არჩევნებზე მისი სრული გამარჯვებით.

მანვე აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს ნიკა მელიას უჭერს.

„მე, როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად ყველა პროცედურულ საკითხებში ორივე მხარის მოსაზრებას ვითვალისწინებ. ვცდილობ, რომ პოლიტსაბჭოს მხრიდან ყველა კანდიდატს ჰქონდეს თანაბარი უფლებები. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ ადამიანზე ნებისმიერ პოლიტსაბჭოს წევრს, თუ პარტიის წევრს გააჩნია თთავისი მოსაზრება ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რაც მე უკვე ადრეც ვთქვი. მე არც ვმალავ იმას, რომ მე მხარს ვუჭერ ნიკა მელიას“,- განაცხადა ნაყოფიამ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."