იენს სტოლტენბერგი - უნდა გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტნიორობა და თანამშრომლობა რუსეთის შეჭრის მიმართ დაუცველ ქვეყნებთან, საქართველო ერთ-ერთი მათგანია

ნანახია: 261
სრული ინფორმაცია

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის შეჭრის მიმართ დაუცველები არიან, საქართველო ერთ-ერთი მათგანია- რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების ნაწილს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მიერ რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"ეს ასევე ეხება შესაძლებლობების განვითარებას, წვრთნებს და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას. ნატო-ს მოკავშირეები საქართველოს მხარდაჭერას უწევენ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, როგორც მჭიდრო პარტნიორთან. მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააკეთონ მეტი, განსაკუთრებით, უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის ფონზე, ეს ხაზს უსვამს ისეთ ქვეყნებთან აქტიური მუშაობის მნიშვნელობას, როგორიც საქართველოა.

ასევე, ვფიქრობ, ეს ეხება საქართველოს მიერ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას და იმ ზოგიერთი შეშფოთების მოგვარებას, რომელიც გამოვხატეთ, მაგალითად, კორუფციასა და უსაფრთხოების ინსტიტუტის დემოკრატიულ კონტროლთან დაკავშირებით. რაც უფრო მეტად გადაჭრის ამ პრობლემებს საქართველო, უფრო მარტივი იქნება აუცილებელი მხარდაჭერის მობილიზება ნატო-ს მოკავშირეებისგან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."