ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულთან მიმართებით 2021 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 5 144 შემთხვევაზე დაიწყო

ნანახია: 240
სრული ინფორმაცია

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულთან მიმართებით 2021 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 5 144 შემთხვევაზე დაიწყო.

ამის შესახებ ნათქვამია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წარდგენილ 2021 წლის საქმიანობის ანგარიშში.


ამასთან, პროკურატურის ცნობით, 2021 წელს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დევნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 732 ბრალდებულის მიმართ, მათ შორის, გენდერისა და დისკრიმინაციის სხვა ნიშნების ერთობლიობით ( შშმ, რელიგია, ეროვნული კუთვნილება და სექსუალური ორიენტაცია) - 8 პირის მიმართ.

დაზარალებულად კი ცნობილ იქნა 754 პირი, მათგან 741 ქალი, 11 კაცი და 2 ტრანსგენდერი ქალი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."