პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წელს ბრალდებული 431 პირიდან 117 დანაშაულის ჩადენის დროს სხვადასხვა რანგის მოხელე იყო, მათგან უმეტესი ნაწილი შსს-ს და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელია

ნანახია: 264
სრული ინფორმაცია

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი წლიური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ბრალდებული 431 პირიდან 117 დანაშაულის ჩადენის დროს სხვადასხვა რანგის მოხელე იყო.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელსაც წინა წლების მსგავსად, ბრალდებულ საჯარო მოხელეთაგან უმეტეს ნაწილს წარმოადგენდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.

2021 წელს მოხელეთა მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე ბრალდებული 117 პირიდან 59 შსს-ს წარმომადგენელი იყო.

ანგარიშში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს, გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა კორუფციულ დანაშაულში მხილებული 135 პირის მიმართ.

2021 წელს კორუფციული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ იქნა ცნობილი 7 პირი, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტში იკავებდნენ მაღალ თანამდებობას. ყველა მათგანი დასაქმებული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."