სრული ინფორმაცია
ხვალ, 28 ოქტომბერს წალკაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) შეუერთდება საინფორმაციო შეხვედრებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
28 ოქტომბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაცია, CENN-თან, ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, წალკის მუნიციპალიტეტში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის შესახებ.
შეხვედრის მიზანია მოსახლეობაში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციის მნიშვნელობის პოპულარიზაცია.
აღნიშნულ შეხვედრას გაუძღვებიან სამედიცინო სფეროს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრებზე მონაწილეთათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და არსებული რეგულაციების შესაბამისად, ტრენინგის დაწყებამდე უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი ტესტების გაკეთება ყველა მონაწილისათვის. შეხვედრების ხანგძლივობა არის 60-90 წუთი. შეხვედრების ფორმატი მოიცავს ინტერაქციას, სლაიდ-შოუ პრეზენტაციასა და დისკუსიებს.
საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი კამპანიის ფარგლებში უზრუნველყოფს მსურველების ვაქცინაციას/ან შესაბამის ამბულატორულ დაწესებულებასთან გადამისამართებას.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს წალკისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის 100-მდე მოქალაქე, მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფლებიდან. მოსახლეობის მობილიზებას წალკის 8 სოფლიდან უზრუნველყოს წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, ხოლო ახმეტის მუნიციპალიტეტიდან Global Water Challenge და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) მხარდაჭერით, პროექტი - „საზოგადოების ჩართულობა საქართველოს მოწყვლად თემებში WASH სერვისების გაუმჯობესების მიზნით“, (GEO-WASH), რომელსაც ახორციელებს CENN.
საინფორმაციო შეხვედრა ტარდება მასშტაბური საინფორმაციო კამპანის ფარგლებში, რომელიც გაეროს ასოციაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება საქართველოს ხუთი რეგიონის - კახეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის სოფლებში.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.