ბლუმბერგი: მსოფლიოს 178 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.39 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული

ნანახია: 475
სრული ინფორმაცია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 178 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 2.39 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოყენებული ვაქცინების რაოდენობა პლანეტის მოსახლეობის 15.6%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი. მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 36.3 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი 892 მილიონი ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას აშშ მოჰყვება 310 მილიონი დოზით. ევროკავშირში ვაქცინების 301 მილიონი დოზა გამოიყენეს, ინდოეთში კი - 258 მილიონი. ისრაელში ორივე დოზით მოქალაქეთა 56.8% აიცრა, ევროკავშირში 24.7%, აშშ-ში კი - 43.7%.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."