Blumberg: მსოფლიოს ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 910 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული

ნანახია: 421
სრული ინფორმაცია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 156 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 910 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 6%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 16.3 მილიონ ადამიანს უტარდება.

აშშ-ში ვაქცინის 211 მილიონი დოზა გამოიყენეს, ჩინეთში - 192 მილიონი, ინდოეთში 126 მილიონი, ევროკავშირში კი - 112 მილიონი.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 55% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოქალაქეთა 28.4%-მა მიიღო. მე-3 ადგილს აშშ იკავებს 25.7%-ით.

გამოცემა წერს, რომ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ვაქცინაცია 25-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ღარიბ ქვეყნებში.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."