გამყრელიძე: ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი, დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა

ნანახია: 423
სრული ინფორმაცია

ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი, დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა - ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება სულ მინიმუმ 3000 აცრა დღეში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ პრეზენტაცია გაიმართა.

გამყრელიძის განმარტებით, თავისუფლად შეიძლება აცრების რიცხვის გაზრდა, რადგან უკვე სამყოფი ვაქცინაა ქვეყანაში.

„ახლა უკვე ვაქცინა არის სამყოფი - არის “ასტრაზენეკა”, არის “ფაიზერი” და ახლა უკვე შემოგვემატა ჩინური ვაქცინა “სინოფარმი”, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ გავზარდოთ რიცხვი. დღეიდან 55 წელს ზემოთ მოსახლეობა ჩაერთო აცრებში, დაემატა ასევე ორგანოგადანერგილთა და დიალეზზე მყოფთა ჯგუფები და მინიმალური დანაკარგით უნდა ავცრათ მაქსიმალურად მოსახლეობა და გთხოვთ კიდევ ერთხელ დაგვიჭიროთ მაქსიმალურად მხარი”, - განაცხადა გამყრელიძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."