ვაქცინის სარგებელი არის ასჯერ და ათასჯერ მეტი, ვიდრე გვერდითი მოქმედება

ნანახია: 426
სრული ინფორმაცია

ვაქცინის სარგებელი არის ასჯერ და ათასჯერ მეტი, ვიდრე გვერდითი მოქმედება. დღეს, მთელს მსოფლიოში დაახლოებით აცრილია 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით არცერთი ფატალური შედეგი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც კორონავირუსის აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო „კოვაქსის“ გარდა ძალიან ბევრ ქვეყანასთან მუშაობს.

„წელს ჩვენ ვაქცინის 3,9 მილიონ დოზას უნდა გავუკეთოთ მობილიზაცია, იმისათვის, რომ ავცრათ 1 700 000 ადამიანი. ორჯერადად ეს არის 3,4 მილიონი ინექცია და კიდევ უნდა იანგარიშოთ დანაკარგი, რომელიც ყოველთვის არის იმუნიზაციის პროცესში და დაახლოებით ამდენი ვაქცინა გვჭირდება. 1 მილიონ 400 ათასი გარანტირებულია „კოვაქსით“, რომ წლის განმავლობაში შემოვა დანარჩენი, ორნახევარი მილიონი ქვეყანამ მოლაპარაკებით უნდა მოიპოვოს. ამის ბევრი კონტრაქტი უკვე არსებობს, იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს დანარჩენი, ორნახევარი მილიონი მობილიზაცია გააკეთოს. ახლა, ჯერი ჩვენზე, მედიცინის მუშაკებზეა, რომ აცრის დამყოლობა იყოს და ეს ყველაფერი ორგანიზებულად გაკეთდეს,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ .


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."