მსოფლიოში კორონავირუსის 2.6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა

ნანახია: 562
სრული ინფორმაცია

გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 2.6 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც, წინა კვირასთან შედარებით, 7%-ით მეტია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შემთხვევებმა მოიმატა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (14%-ით), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (9%-ით), ევროპაში (9%-ით) და ამერიკაში (6%-ით).

ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ყველაზე მეტი რაოდენობა შემდეგ 5 ქვეყანაში დაფიქსირდა : აშშ-ში (472 904 ახალი შემთხვევა), ბრაზილიაში (373 954), საფრანგეთში (149 959), იტალიასა (112 029 ახალი შემთხვევა) და ინდოეთში (105 080 ახალი შემთხვევა).

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 63 000-მდე ადამიანი დაიღუპა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 6%-ით ნაკლებია.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."